“დაოკდით, "ნაციონალების" ამომრჩეველი ფარა არაა, ვერავინ უბრძანებს უსუფაშვილს, ან ბესელიას მიეცით ხმაო…”

  • ალია
  • 8 ივნისი 12:10

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რუსუდან ცირეკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ "ნაციონალების" ამომრჩევლი ფარა არაა.

 

"ამას ჰქვია – მადა გაეხსნათ. არ მთავრდება პრეტენზიები…


დაოკდით პატივცემულო ევსაქებო! ბაზარში არ ვართ და ვაჭრობა არ მოსულა.


გიგა ბოკერია:


” უფრო სამართლიანი იქნებოდა ნაცმოძრაობას ერთპიროვნულად არ მიეღოთ გადაწყვეტილება რაიონებთან დაკავშირებით”


ბატონო გიგა და “ევროპული საქართველოს” სხვა წარმომადგენლებო!


2018 წელს ნაციონალურმა მოძრაობა- “ძალა ერთობაშია ბლოკმა” 153 000 ხმა აიღო თბილისში.
დანარჩენმა ოპოზიციამ, ერთად აღებულმა , თქვენი ჩათვლით კი 109 000 ხმა.


ამ რიცხვებს თუ შევხედავთ 8 მანდატიდან რამდენი გვეკუთვნოდა სრულიად ცხადი ხდება!


სამ მანდატს რომ ვჯერდებოდით, მაინც ჰაერში ხომ იქნიეთ მუშტები, ღია კარი ხომ ამტვრიეთ მთელი კვირა, ხომ იძახეთ ” რაღაც მაინც უნდა დათმოს ნაციონალურმა მოძრაობამ”- ო.


რვიდან ორი მანდატი დავიტოვეთ!! ეს არაა საკმარისი “დათმობა” ?


თერმოსკრინინგი ჩაიტარეთ აბა ერთი…


დიახ, ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს თავისი ამომრჩეველი, და ეს ამომრჩეველი ცხვრის ფარა არ არის. ვერც ვერავინ უბრძანებს, წადი ახლა და უსუფაშვილს ან ბესელიას მიეცით ხმაო- არც დაემორჩილებიან ამ ბრძანებას და არც თხოვნას გაითვალისწინებენ თუ ისეთ კანდიდატზე იქნება ლაპარაკი, ვისზეც ეჭვის ნატამალიც კი არსებობს, რომ შეიძლება პარლამენტში ბიძინას შეუქმნას უმრავლესობა.
შეთანხმება შეთანხმებისთვის არ არსებობს!


კანდიდატი უნდა იყოს გამარჯვების რეალური შანსის მქონე და ამისთვის ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის ამომრჩევლის მხარდაჭერა, მათი ხმების მობილიზაციაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხმები უბრალოდ დაიკარგება და ოპოზიციიდან ვერავინ გაიმარჯვებს, დიმიტრი გელოვანიც კი.


ჰიპოთეტური მეორე ტური რომ ახსენა ჩვენმა ერთ ერთმა ლიდერმა ჩვეულებრივი ისტერიკა დაიმართეთ, და კაკო ბობოხიძისგან მოსულა მეორე ტურზე მსჯელობა??
შეთანხმდით?


ფართო წარმომადგენლობა არის იმ ექვს ადგილზე? მგონი ჯერ ვერა ხომ?


აბა მხოლოდ ევროპულ საქართველოსთან ბლოკის შეკვრას ჩვენ არ ვაპირებთ, და არც სამი ოპოზიციური ძალის შეთანხმება ნიშნავს ოპოზიციურ ერთობას კანდიდატებზე.
არც ის ვიცით სამგორსა და გლდანში დაგვიყენებენ თუ არა კონკურენტებს სხვა ოპოზიციური პარტიები.


დიდები რომ ვართ, ჭკუაც არ გვაკლია და სულაც არ ვაპირებთ 2016 -ივით ჩვენი ხმებით თქვენს პარლამენტში შესაყვანად გავისარჯოთ.


ოპოზიციური ერთობა ივანიშვილის დასამარცხებლად გვჭირდება და არა “სამარიაჟოდ” ან თქვენს დასაბინავებლად პარლამენტში.


ჩვენი გადაწყვეტილებები მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება და მოემსახურება.


მადა დაიოკეთ მეთქი!! და ჩვენს ასიათასობით მხარდამჭერს უფრთხილდით, წითელ ნაჭერს ნუ უფრიალებთ.!!!!


P.S.
ვეთანხმები ბატონ დავით ბერძენიშვილს იმაში, რომ რეგიონებში განსხვავებული ფორმულით უნდა წარვსდგეთ!


და რომ რეგიონებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ნაციონალური მოძრაობის მიერ “დათმობა” დამარცხების ფორმულაა და არა გამარჯვების.


ოღონდ ბატონი დავითისგან განსხვავებით,. რომელიც ფიქრობს, რომ შესაძლებელია მხოლოდ იმ ერთ, მაქსიმუმ ორ იმ რაიონზე შეთანხმება, სადაც ტრადიციულად სხვა ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი იმარჯვებს, მე ამის წინააღმდეგიც ვარ ისევ და ისევ ჩვენი ამომრჩევლის განწყობებიდან გამომდინარე- ჩვენი ხმები უბრალოდ დაიკარგება.


დიდ ქალაქებზე კი ლაპარაკიც ზედმეტი მგონია- გავიხსენოთ, რომ რუსთავში და თელავში მეორე ტურიც კი მოგებული აქვს გრ. ვაშაძეს. ქუთაისში 47 და ბათუმში 45 პროცენტი პირველ ტურში…სალომეს 29 და 34.”- წერს რუსუდან ცირეკიძე.


 

წყარო: ალია