"დღეს მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ოჯახის წევრებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობას"

  • fortuna.ge
  • 9 ნოემბერი 11:51

9 ნოემბრის დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი "ფორტუნა" ავრცელებს:

ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, ოჯახის წევრებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობას.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების გასაცნობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.


ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის და ცხიმიანი საკვების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ მხედველობას და მოერიდეთ სტომატოლოგთან ვიზიტს.


დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.


ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge