"გაპიდარასტების" შიშით შეპყრობილ ნამდვილ ქართველ ვაჟკაცებს, აქციაზე თავი გაუხეთქავთ გოგოსთვის"

  • 9 ნოემბერი 12:43

ფსიქილოგი ნათია ფანჯიკიძე, 8 ნოემბერს, კინოთეტრ "ამირანთან" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის მიზნით გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კონკრეტულად კი ფანჯიკიძე სამოქალაო აქივისტის, ანა სუბელიანის დაშავებაზე წერს და აღნიშნავს, "რომ შეუცნობელ არს ვაჟკაცთა ქმედებანი და აზრთა მსვლელობა".


"ახალ ამბებს გადავავლე თვალი, ეს დღეები ასეთი ხმაური და ორომტრიალი რომ იყო, მე კი სამსახურიდან თავი არ გამომიყვია, რამე ხომ არ გამომრჩა, ხომ მშვიდობაა სამშობლოშიმეთქი და თურმე რა მომხდარა - გაპიდარასტების შიშით შეპყრობილ ნამდვილ ქართველ ვაჟკაცებს, აქციაზე თავი გაუხეთქავთ გოგოსთვის. სულ ესაა.
შეუცნობელ არს ვაჟკაცთა ქმედებანი და აზრთა მსვლელობა".