აქციების პარალელურად ფილმმა ,,და ჩვენ ვიცეკვეთ" კიდევ ერთი ჯილდო მოიგო

  • 8 ნოემბერი 21:55

აქციების პარალელურად ფილმმა ,,და ჩვენ ვიცეკვეთ”, კიდევ ერთი ჯილდო მოიგო.

სულ ცოტა ხნის წინ მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ Listapad-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულ ფილმებს შორის სწორედ ქართულ-შვედური პროექტი “და ჩვენ ვიცეკვეთ” მოხვდა.


რეჟისორ ლევან აკინის ფილმში შესრულებული როლისთვის ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.


აღნიშნულ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში ნატალია ჯუღელი ავრცელებს.