ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქორეოგრაფის როლის შემსრულებელი: „ამირანთან“ საქართველოს კი არ იცავთ, არცხვენთ

  • 8 ნოემბერი 22:42

„ნუ გგონიათ, რომ კინოთეატრ „ამირანთან“ საქართველოს იცავთ, არა, საქართველოს არცხვენთ. დასაცავია საოკუპაციო ზოლთან, სადაც კიდევ ერთი ადამიანია მოტაცებული“, - აცხადებს „და ჩვენ ვიცეკვეთ“  ქორეოგრაფის როლის შემსრულებელი კახა გოგიძე.

მან კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე საპროტესტო აქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი რადიკალიზმი კატეგორიულად მიუღებელია.


„ვერანაირი ფილმი, ქართველობას და მითუმეტეს სექსუალურ ორიენტაციას ვერც შეგიცვლის და ვერც წაგართმევს, თუ საწყისშივე არ დევს რაღაც მსგავსი შენში. ეს არის აბსურდი. ნუ ატყუებთ იქ ხალხს, არ შეიძლება“, - აღნიშნა მსახიობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.