ომბუდსმენი ანა სუბელიანს მხარდაჭერას უცხადებს

  • 8 ნოემბერი 21:26

"ეს არის შედეგი ძალადობრივი მოწოდებების და იმის, რომ აქციის მონაწილეები ასე ახლოს მიუშვეს მშვიდობიან მოქალაქეებთან",- ასე ეხმაურება სახალხო დამცველი კინოთეატრ "ამირანთან" მიმდინარე აქციას.

 

"სასწრაფოდ უნდა მოხდეს, როგორც უშუალო მოძალადის იდენტიფიცირება, ასევე აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის დაყენება ძალადობრივი მოწოდებების გამო! Ana Subeliani მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ", - წერს სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარია.


კინოთეატრ "ამირანთან" სიტუაცია დაძაბულია. აქციის წევრები კინოთეატრში შეჭრას და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას გეგმავენ. მათ "ამირანში" შეჭრის შესაძლებლობას სამართალდამცავები არ აძლევენ. აქციაზე დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის რამდენიმე წევრმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რისთვისაც ისინი დააკავეს. აქციაზე დაშავდა ანა სუბელიანიც, რომელსაც ქვა ესროლეს. დაკავებულია ანა სუბელიანზე ერთი დავდამსხმელი.