"სასტიკად დაისჯება ამის გამკეთებელი, გპირდებით ამას მივაღწევთ!!!"

  • 8 ნოემბერი 21:12

სამოქალაო აქტივისტი დავით სუბელიანი, კინო თეატრ ამირანთან მიმდინარე აქციაზე ანა სუბელიანის დაშავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ის რომ ჩემი დაა მხოლოდ ჩემი ინდივიდუალური განსაცდელია შესაძლოა, მითუმეტეს რომ თბილისში არ ვარ და შუა შეხვედრაზე შემთხვევით ვაწყდები ამ ნიუსს.


ის რაც ყველას გვეხება და ჩემი კი არა ყველას სადარდებელი უნდა იყოს: ეს არ უნდა ეპატიოს არავის!!!!


ანას მე მივეცი ჩემი ბილეთი ვინაიდან მიწევდა წასვლა ქვეყნიდან, თუმც ის მაინც მანდ იქნებოდა მჯერა.


იმედია კარგად იქნება Ana Subeliani , დეტალები არ ვიცი და ძალიან ავნერვიულდი ეხლა. სასტიკად დაისჯება ამის გამკეთებელი, გპირდებით ამას მივაღწევთ!!!"



"ამირანთან" აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა.