ინგლისში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილის ვინაობა დაასახელეს

  • imedinews.ge
  • 8 ნოემბერი 20:20

ინგლისში, ესექსის საგრაფოში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ყველა მათგანი ვიეტნამის მოქალაქეა. დაღუპულთა შორის 10 მოზარდია, მათ შორის ორი 15 წლის ბიჭი. სამართალდამცველები ცხედრების იდენტიფიკაციაზე ვიეტნამის მთავრობასთან ერთად მუშაობდნენ და ყველა გარდაცვლილის სახელი და გვარი გამოაცხადეს. 


23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი იპოვეს. საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge