ოკუპანტებმა სოფელ მუჟავადან, სავარაუდოდ, 3 ადგილობრივი გაიტაცეს

  • newposts.ge
  • 7 ივნისი 14:56

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მუჟავადან, სავარაუდოდ, 3 ადგილობრივი გაიტაცეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.


გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge