ლევან ვასაძის მიმართვა ივანიშვილს - "თუ გეშინიათ და ვერ აუქმებთ ამ ფილმს, მოდით და დაგვიდექით გვერდით"

  • 8 ნოემბერი 18:16

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ვერის ბაღში, მის მომხრეებთან ერთად ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერას აპროტესტებს, პარტია"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

ის ივანიშვილს მათი გვერდით დგომისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.


"მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, თუ გეშინა და ვერ კრძალავ, ამ ფლმის ჩვენაბას, მაშინ მოდი და დაგვიდექი გვერდით, აი აქ ვერის ბაღში მოდი", - აღნიშნა ვასაძემ სიტყვით გამოსვლისას.


ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება 20:00 საათზე იგეგმება. 19:00 საათიდან კი, კინოთეატრებთან "ქართული მარში" და ლევან ვასაძე აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი კინო ჩვენების ჩაშლას აპირებენ.