შეტაკებები ლონდონში - რასიზმის წინააღმდეგ აქცია არეულობაში გადაიზარდა

  • imedinews.ge
  • 7 ივნისი 00:21

ლონდონში, აქციაზე, სადაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

Reuters-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან, „დაუნინგ სთრითზე“ დემონსტრანტების პატარა ჯგუფმა პოლიციას ბოთლები დაუშინა. თავის მხრივ, პოლიციამ დემონსტრანტებს უკან დახევა აიძულა.


აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge