ავსტრალიაში ტყის ხანრებს 350 კოალა ემსხვერპლა

  • imedinews.ge
  • 8 ნოემბერი 17:43

ავსტრალიაში, შტატ სამხრეთის ახალ უელსში ტყის ხანძარს 350 კოალა ემსხვერპლა. გამოცემა Reuters-ი ავსტრალიის სააგენტო Koala Conservation Australia მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც კოალების პოპულაციის საკითხზე მუშაობს.

ავსტრალიაში კოალების საერთო რაოდენობა 600 აღწევს. 


სპეციალისტებს ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დასადგენად კიდევ 10 დღეს სჭირდებათ. 


მანამდე ავსტრალიაში ასობით კოლის ხანძრის შედეგად სიკვდილის შესახებ BBC წერდა. 


გამოცემის ცნობით, ველურ ბუნებაში სულ 43-ათასამდე კოალა დარჩა. მათი რაოდენობის შემცირებას კვებითი საშუალებების შემცირებით, დაავადებებით, კლიმატის ცვლილებითა და ძაღლების მხრიდან გახშირებული თავდასხმებით ხსნიან. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge