ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ჯოჯოხეთში აღმოვჩნდით

  • 6 ივნისი 21:46

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანაში შექმნილ უმწვავეს ეპიდვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"ჩვენ ჯოჯოხეთში აღნოვჩნდით",- აღნიშნა პრემიერმა.


მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორი ინფიცრებული მოქალაქეების რაოდენობას ვერ აუდის. არის შემთხვევები, როცა ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ სამედიცინო დახმარებას დროულად ვერ იღებენ.


ფაშინიანის განცხადებით, ამჟამად 200 მოქალაქე საავადმყოფოში რიგს ელოდება. 


"საავადმყოფოებში ადგილები შევსებულია. ამის გამო მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგება. ორ შემთხვევაში, გარდაცვალება მოხდა იმის გამო, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილი აღარ იყო",- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.