პროკურატურა: მიმდინარეობს "ლავასოღლის" საექსტრადიციო პროცედურები

  • primetime.ge
  • 6 ივნისი 16:53

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები ძებნილი „ლავასოღლის“ საქართველოში ექსტრადიციას განიხილავენ.

„საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციას.


მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.


რადგან გამოითქვა მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრების მხრიდან აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით შეხვედრის სურვილი, ორშაბათს 8 ივნისს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები გააცნობენ მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრს და უფლებადამცველს საექსტრადაციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს“, – აღნიშნულია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.


მინდია გორაძის იგივე „ლავასოღლის“ ოჯახის წევრს და უფლებადამცველს საექსტრადაციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს, ორშაბათს 8 ივნისს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები გააცნობენ.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge