ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ივნისში - ფინანსური ჰოროსკოპი

  • resonancedaily.com
  • 6 ივნისი 16:47

ყველას აინტერესებს რას მოუტანს ივნისი ფინანსური თვალსაზრისთ. ზოგი შვებულებას გეგმავს, ზოგიც ფინანსური გარიგების დადებას აპირებს. ვის გაუმართლებს ამ თვეში და იქნება თუ არა ივნისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის წარმატებული? 

1. ვერძი


ივნისი ცვლილებების ძლიერ სურვილს აღგიძრავთ, რაც საცხოვრებლის შეცვლას და სხვაგან გადასვლას უკავშირდება. მოგინდებათ რაღაც ახალი, რამაც შესაძლოა დიდი დანახარჯები გამოიწვიოს. თუმცა, ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ ეს ფულის კარგი დაბანდება იქნება და ხარჯებს არ შეუშინდეთ. დამატებითი შესაძლებლობები გაჩნდება, რომ თქვენი გეგმები სისრულეში მოიყვანოთ.


არ ღირს ეკონომიის გაკეთება მსხვილ შენაძენებსა თუ დღესასწაულების მოწყობაზე. ფინანსურ ხარჯებს დადებითი ემოციებით აინაზღაურებთ.ამ თვეში გეძლევათ შანსი, რომ რუტინას თავი დააღწიოთ.


2. კურო


კუროებს ივნისი ბევრ საცდურს სთავაზობს, მაგრამ არ ღირს ამ შემოთავაზებებში თავით გადაეშვათ. მოგიწევთ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინოთ და ბალანსი იპოვოთ. ყველაფერს ნუ აუკრძალავთ საკუთარ თავს, მაგრამ ეკონომიაც არ გაწყენთ. გექნებათ სიტუაცია, როცა მაქსიმალურად უნდა გამოავლინოთ ხელმომჭირნეობა და ეკონომია. ცოტა ხნის შემდეგ ეს ხელმომჭირნელობა თავის შედეგსაც გამოიღებს. მოერიდეთ გაუაზრებელ და წინდაუხედავ გადაწყვეტილებებს. ასე სამომავლო კეთილდღეობას საფრთხეს შეუქმნით.


3. ტყუპები


სწორედ ტყუპებისთვისაა ივნისი ყველაზე წარმატებული. ამ თვეში შეძლებთ კარგად გამოიმუშაოთ და ხელსაყრელად დააბანდოთ თქვენი კაპიტალი. ფული თვითონ იდენს თქვენს ხელში, საჭიროა მხოლოდ სწორად განკარგოთ ის და დასახულ მიზნებსაც მოკლე ვადებში მიაღწევთ.


თუმცა, სიფრთხილე გმართებთ, გადაჭარბებულად ნუ შეაფასებთ თქვენს შესაძლებლობებს. შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ ფული უცებ დაგჭირდეთ. ასეთი სიტუაციებისთვის ყოველთვის უნდა გქონდეთ დანაზოგი.


4. კირჩხიბი


ეს თვე კიბოებისთვისაც წარმატებულია. ფულადი სახსრები არ მოგაკლდებთ, შეგიძლიათ თავს ყველაფრის უფლება მისცეთ და საკუთარი თავი და ოჯახის წევრები საყიდლებით გაანებივროთ. თუმცა, სიფრთხილეც გმართებთ. არ დათანხმდეთ მაცდურ წინადადებებს, რომლებიც ფულის დაბანდებას უკავშირდებიან.


5. ლომი


ლომებს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ყველაფერი შესანიშნავად ექნებათ. ეს თვე ნამდვილად წარმატებულია ფინანსურად. უამრავი პერსპექტივა და შესაძლებლობა მოგეცემათ. შესაძლოა მცირე უსიამოვნებაც მოგიხდეთ, რომელიც თქვენს გეგმებზე იმოქმედებს, მაგრამ ეს დროებითია.


ივნისში იდეალურ ბალანსს იპოვით ხარჯებსა და შემოსავლებს შორის.კმაყოფილი იქნებით იმით, რომ საშუალება მოგეცემათ საკუთარი თავი გაანებივროთ.


6. ქალწული


ამ თვეში ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა მოულოდნელმა მოვლენებმა შეარყიოს. არის ალბათობა, რომ დანაზოგის გამოყენება დაგჭირდეთ, მაგრამ ნერვიულობად არ ღირს. ვარსკვლავები ივნისში სასიამოვნო შეხვედრებს გპირდებიან, რაც ხარჯებად ნამდვილად ღირს. ამიტომ, ნუ იდარდებთ და დატკბით იმით, რაც გაქვთ.


სასწრაფო საქმეების გამო შესაძლოა დაგეგმილი საყიდლების გადადება მოგიხდეთ. ნუ იდარდებთ, მომავალში ყველაფერს აინაზღაურებთ.


7. სასწორი


სასწორებს ამ თვეში შესაძლებლობა აქვთ ფინანსური პრობლემები გადაჭრან, მხოლოდ იმ პირობით რომ ცდუნებებს გაუმკლავდებიან. ამ თვეში უამრავი საბაბი გექნებათ, რომ რაღაც იყიდოთ, მაგრამ თავი აარიდეთ ფულის ხარჯვას.


ზოგადად, ივნისში თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა, გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დანახარჯმა შესაძლოა ძალიან იმოქმედოს თქვენს ბიუჯეტზე, ამიტომ ფრთხილად იყავით.


8. მორიელი


ივნისი ნამდვილად არ იქნება წარმატებული თვე, მაგრამ შანსს გაძლევთ, რომ სამომავლოდ თავის უზრუნველყოფა შეძლოთ. აქტიურობა ივნისში-სამომავლო კეთილდღეობის საწინდარია. ფინანსური წარმატება მათ ელით, ვისაც კრეატიულად აზროვნება შეუძლია და ყველა შესაძლებლობას სწორად იყენებს.


9. მშვილდოსანი


ივნისი არც მშვილდოსნებისთვისაა იოლი პერიოდი. იმისთვის, რომ თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი, გარჯა მოგიწევთ. ფული თავისით არ ჩაგივარდებათ ხელში, თუმცა კარგ შესაძლებლობებს მიიღებს საიმისოდ, რომ ფული გამოიმუშაოთ. ამ თვეში თქვენი ფინანსური მდგომარეობა იმაზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ ხარჯავთ ფულს. ამიტომ, ხარჯებს გონივრულად მოეკიდეთ.


10. თხის რქა


ფინანსური თვალსაზრისით ივნისი სასიამოვნო თვე იქნება. შეძლებთ თავს იმის ნება დართოთ, რასაც აქამდე ვერ ახერხებდით. შედეგად - მორალურ კმაყოფილებას იგრძნობთ. საჭიროა მხოლოდ, რომ სწორად განკარგოთ რესურსები. ამ თვეში ფულის კაპიკ-კაპიკ დათვლა არ მოგიწევთ, მაგრამ ფინანსური ზრდა მაინც არ გექნებათ. ეს უბრალოდ სასიამოვნო პერიოდია, როდესაც ფულის საკითხი არ შეგაწუხებთ. უმჯობესია, ყურადღება ცხოვრების სხვა სფეროებს დაუთმოთ.


 


 

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com