რუსეთმა კორონავირუსის მკურნალობაში ახალი მედიკამენტი დაარეგისტრირა

  • imedinews.ge
  • 6 ივნისი 16:19

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ადგილობრივი წარმოების პრეპარატი „ლევილამბი“ დაარეგისტრირა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება.

უწყება განმარტავს, რომ პრეპარატი მძიმე პაციენტებში ე.წ. „ციტოკინურ შტორმს“ აფერხებს.


ერთი კვირის წინ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ლიცენზია კიდევ ერთ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატზე გასცა.


„ალიფავირის“ გამოყენება ადგილობრივ კლინიკებში, 11 ივნისიდან, დაიწყება და დაზღვევის მქონე პაციენტებისთვის ის უფასო იქნება.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge