"რვა წლის განმავლობაში, წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი მაინც, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა გადაცდომა"

  • newposts.ge
  • 6 ივნისი 15:40

"რვა წლის განმავლობაში, წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი მაინც, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა გადაცდომა, ან ვინმეს რაიმე წაართვა, ვინმეს რამეზე გაურიგდა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 8 წელია ტყუილებს უგონებენ და შემდეგ სულელურ კითხვებზე პასუხის გაცემა უწევს.


„რამდენი წელია, პოლიტიკაში ვარ, 2011 წლიდან, მუდმივად ოპონენტების მხრიდან ისმის ცრუ ინფორმაციები, არანაირი დასაბუთება, არანაირი კონკრეტიკა, ძალიან მარტივია, რაღაც სისულელეს იტყვიან და მე თავი უნდა ვიმართლო.


რვა წლის განმავლობაში, წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა გადაცდომა, ან ვინმეს რაიმე წაართვა, ვინმეს რამეზე გაურიგდა. მუდმივ ამ სულელური კითხვების რეჟიმში ვიმყოფებით.


ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს, ტენდერს აქვს თავისი წესები, თუ კომპანია ამ წესებს აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ყველა კომპანიას აქვს ტენდერში მონაწილეობის უფლება“,-განაცხადა კალაძემ.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge