თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

  • 8 ნოემბერი 14:54

სტამბულში, ქართველი ემიგრანტი მზია კვირკველია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ახლობელი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ემიგრანტი ოჯახში გარდაცვლილი იპოვეს. 

ირმა კუჭუხიძე: "კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გამოაკლდა ქალების უთვალავ არმიას. გული მტკივა, ასე რატომ უნდა ხდებოდეს... რამდენიმე წელი ოჯახიდან შორს "გადახვეწილი", უძილო ღამეებითა და მონატრებით დაღლილი... ასეთი ტანჯული სიცოცხლის შემდეგ, ასე ჩუმად დაასრულე სიცოცხლე მზია... ძალიან მტკივა გული. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს შენს დაღლილს სულს".


სოციალურ ქსელში მზია კვირკველიას გარდაცვალებას კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ქეთევან ბიგანაური ეხმაურება. 


"სტამბულის ემიგრანტი ქალბატონი მზია რომელიც ყოველთვის თავის მცირედით ედგა ჯგუფს გვერდით და აკეთებდა სიკეთეს, თავის დაქალს მიაწოდა 30 ლირა ანისთვის გადმოსაცემად, სამწუხაროდ დღეს დილით სტამბულში მკვდარი ნახეს ოჯახში,  როგორც ჩანს წნევას დაურტყია", - წერს ბიგანაური.