რამდენი ლარი დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა, პანდემიის  დროს მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის?

  • 5 ივნისი 23:00

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „მთავრი არხის“ საპასუხოდ ანგარიშს აქვეყნებს. საქმე ის არის, რომ ტელევიზია დაინტერესადა, თუ რამდენი ლარი დახარჯა პრეზიდენტმა უცხოელ პარტნიორებთან სატელეფონო საუბრისას.

როგორც სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სატელეფონო ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა:


„მთავარი არხი“ დაინტერესდა - რა რაოდენობის თანხა დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა, პანდემიის პერიოდში, მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით - ვიდეოზარით დაუკავშირდა, 32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით; 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტს მობილურზე; საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა.


მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა“.