,,არასოდეს ვყოფილვარ ჩართული ისეთ რაიმეში, რაც მიკროჩიპებთანაა დაკავშირებული" - ბილ გეითსი

  • bm.ge
  • 5 ივნისი 00:17

ამერიკელი მილიარდერი ბილ გეითსი მიკროჩიპებთან და კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიებს ეხმაურება. Microsoft-ის დამფუძნებლის კომენტარს Business Insider-ი ავრცელებს.

კონსპირაციული თეორიების მიხედვით, ბილ გეითსი თითქოს ვაქცინის გამოყენებას ადამიანებისთვის მიკროჩიპების ჩასასმელად აპირებს.


„არასოდეს ვყოფილვარ ჩართული ისეთ რაიმეში, რაც მიკროჩიპებთან არის დაკავშირებული... რთულია უარყო რომ ეს რაღაც, ვინაიდან ეს ძალიან სულელური და უცნაურია“, – აღნიშნა გეითსმა.


შეგახსენებთ, ბილ გეითსს წლების წინ არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ პანდემიების საფრთხის შესახებ. ის მოუწოდებდა მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის დონალდ ტრამპს, რომ გადაედგათ უფრო ძლიერი ნაბიჯები პანდემიისთვის მოსამზადებლად.

სრული ვერსიის ნახვა bm.ge