„მოხმარებისთვის არასაკმარის ოდენობებზე პატიმრობა უქმდება“

  • 4 ივნისი 19:57

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრის ბექა წიქრაიშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხმარებისთვის არასაკმარის ოდენობებზე პატიმრობა უქმდება.

„თეთრი ხმაური იმ ქვეყნიდანაც ზრუნავს ეროვნული რეპრესიის მექანიზმების მოგუდვაზე“ 


ცარიელი შპრიცებისთვის ვეღარ დაიჭერენ და არაფრისთვის დაჭერილები გამოვლენ, როგორ აბსურდულადაც უნდა ჟრერდეს პირდაპირი მნიშვნელობით მიიღეთ!


საკონსტიტუციო სასამართლომ (კვლავ) ჩვენი და საიას 2018 წლის სარჩელებზე გადაწყვეტილება გამოიტანა, მოხმარებისთვის არასაკმარის ოდენობებზე პატიმრობა უქმდება (აქამდე 5-8 წლით ისჯებოდა)
ნულოვანი ტოლერანტობის წინააღმდეგ ბრძოლის ექოები.
ავჩუყდი !


მადლობა წარმომადგენლებს (მახარაძე-გოცირიძე გიორგები) მადლობა ყველას ვინც ამ ჩემთვის და არამარტო ჩემთვის მნიშვნელოვან პროტესტის ტალღას ამაგრებდით. ბევრი შევძელით და მეტიც შეგვიძლია საერთო კეთილდღეობისთვის“, - წერს წიქარიშვილი.