პირბადის გარეშე თავშეყრის ადგილებში გადაადგილება 50 ლარით დაისჯება

  • primetime.ge
  • 4 ივნისი 19:14

პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი თავშეყროს ადგილებში 50 ლარით დაისჯება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი 1000 ლარით განისაზღვრა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი უკვე მზად არის, ამის შესახებ ,,პრაიმტაიმი" წერს.


კანონპროექტის თანახმად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესით განსაზღვრული დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირისა − 500 ლარით.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge