კვლევა: სიკეთე ინტელექტის ერთ-ერთი ნიშანია

  • progressnews.ge
  • 4 ივნისი 18:43

ნეიორბიოლოგი რიჩარდ დევისონი ამბობს, რომ „სიკეთე ჯანსაღი ტვინის საფუძველია“. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კეთილი ადამიანები ფიქრობენ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც. სიკეთე ინტელექტის ერთ-ერთი ნიშანია, კეთილი ადამიანები კი ყველაზე ჭკვიანებს შორის არიან.

ეგოიზმს, ბოღმის და ზიზღის გამოხატვას გარშემომყოფთა მიმართ, სულაც არ სჭირდება განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობები. ძალიან იოლია ყოველთვის ისე მიქცე, როგორც გინდა ისე, რომ არ იფიქრო შედეგებზე, განსაკუთრებით იმაზე, სხვებისთვის რა შედეგი შეიძლება მოიტანოს შენმა ქმედებამ.


კეთილი ადამიანები ძალიან ხშირად იმისათვის, რათა სწორად მოიქცნენ, პირად მსხვერპლს იღებენ. ისინი ხარჯავენ საკუთარ დროს, ფულს და რესურსებს იმისათვის, რომ სხვებს დაეხმარონ. მათ შეუძლიათ ფიქრი და იმის გაცნობიერება, რომ კეთილი საქმეები მთელ სამყაროს უკეთესს ხდის.


დევიდსონი ერთადერთი მეცნიერი არ არის, რომელიც ამაზე საუბრობს. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კეთილი ადამიანები ეგოისტ, ბუზღუნა და ბოროტ ადამიანებზე ჭკვიანები არიან.


მაგალითად კანადაში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის თავდაპირველი მიზანიც იყო დადგინა, თუ როგორ უყალიბდებათ ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებები უჩვენა, რომ რასისტ ადამიანებს, რომლებსაც ცრურწმენების სჯეროდათ, გაცილებით დაბალი IQ აქვთ, ვიდრე დანარჩენებს, რომლებიც არ არიან რასისტები და ცვლილებებისთვისაც მუდამ მზად არიან.


 

სრული ვერსიის ნახვა progressnews.ge