„ამირან გამყრელიძის შვილი ყველაზე უპრეტენზიო პაციენტი იყო“

  • სარკე
  • 4 ივნისი 18:00

ინფექციონისტ მარინა ენდელაძის განცხადებთ, ნიკა გამყრელიძე ყველაზე უპრეტენზიო პაციენტი იყო.

– ამირან გამყრელიძის შვილი იყო თქვენს კლინიკაში მოთავსებული. გაურთულდა რაიმე თუ ადვილად გადაიტანა?


– არაჩვეულებრივი და უსაყვარლესი ადამიანია. ყველაზე უპრეტენზიო პაციენტი იყო, ვინც კი გვყოლია. ყველაზე დამჯერი გახლდათ. სერიოზული ინტელექტუალია და ამირანის შვილობას ამართლებს. მძიმე პაციენტი არ იყო, თუმცა გარკვეული გართულებები ჰქონდა. საშუალო სიმძიმის პაციენტი გახლდათ.


ცნობისთვის, ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსით მარტის შუა რიცხვებში ინფიცირდა.

წყარო: სარკე