„ფეხბურთელი რომ გადავიდეს და ჰოკეის თამაში დაიწყოს, ასე მოგივიდათ“

  • ipress.ge
  • 4 ივნისი 17:48

„ფეხბურთელი რომ გადავიდეს და ჰოკეის თამაში დაიწყოს, ასე მოგივიდათ“, - ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის  პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სებ-ის პრეზიდენტმა 2019 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

„თქვენ უნდა ყოფილიყავით მთავრობის მოწინააღმდეგე და თქვენ გადახვედით ეკონომიკის სტიმულირებაზე, მთავრობის ველში შეიჭერით. ფეხბურთელი რომ გადავიდეს და ჰოკეის თამაში დაიწყოს, ასე მოგივიდათ. სხვის მინდორზე დაიწყეთ თამაში და აუბით მხარი მთავრობას, შეამცირეთ რეფინანსირების განაკვეთები და დიდძალი ფული. ახლაც თქვით რომ ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად მილიონი გაეცით, მიკროსაფინანსოებსაც, რაც სწორი იყო რადგან ისინი წნეხის ქვეშ მოექცნენ თქვენი რეგულაციების წყალობითაც. კრიტიკულად არ უყურებთ მილიონ ლარამდე რომ გაზარდეთ საზედამხედველო ფუნქცია, აიჩემეთ ლიკვიდობა. რატომ გახდა აუცილებელი ლიკვიდობით კომერციული ბანკების უზრუნველყოფა, როცა კომერციული ბანკები ხელგაშლილად ყიდულობენ სახაზინო ვალდებულებებს. ამბობდით, რომ ლიკვიდობის პრობლემა შეიქმნა და აქვე შეკითხვა – რამდენი ლარი იქნა გატანილი პირველი გაუფასურების დროს და რამდენი იყო შიშის ფაქტორია?”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.


 

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge