,,ყველამ ვინც შვილი გააჩინა დედა არ არის ეგ იცოდეთ!!!!" - ნეკა დოროყაშვილის კრიტიკოსებს მისი მეგობარი მიმართავს

  • 4 ივნისი 17:10

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ოჯახის ახლობელი, მარიამ ოძელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

,,საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრს გაინტერესებთ და არასანდო წყაროებზე დაყრდნობით დაჭორაობთ გეტყვით:


როდესაც ადამიანს არ იცნობთ ნუ საუბრობთ მასზე, მითუმეტეს მისი ოჯახის პრობლემებს ნუ ეძიებით.
არ იცით რა მოხდა, არ იცით რა ხდებოდა და ადვილია ახლა ათას სისულელეს რასაც ყურს მოკრავთ მაგაზე ისაუბროთ.


ვინც მე მიცნობს ყველამ იცით რომ ჩემი პირადი ჩემია და არასდროს არავის არ ჩაგახედებთ ჩემს პირადში ზედმეტად. ასევე მინდა იცოდეთ, რომ ჩემი საუკეთესო დაქალიც ანალოგიურად არასდროს საუბრობდა მის ოჯახში მომხდარ კონფლიქტებზე არც საჯაროდ და არც ნაცნობებში. ის რაც ხდებოდა ვიცით მხოლოდ ერთეულებმა და კი გაქვთ დიდი ინტერესი, მაგრამ არ არის საჭირო ყველამ ყველაფერი იცოდეთ.
ახლა რომ გაიგეთ და ხან ერთს ადანაშაულებთ და ხან მეორეს ეგ მაგარი ტიპობა გგონიათ ?
ან თუ არ გაქვთ დაზუსტებული ინფორმაცია ჩემთან მაინც დააზუსტეთ, ხან შანტაჟიორს რო ეძახით და ხან რას, ხან რას....


დღეს ნიკას ადვოკატმაც უარყო ის ფაქტი, რომ ნეკა აშანტაჟებდა და 100 000ს იღებდა ყოველ თვე, მთავარ არხზე დევს მისი ვიდეო ჩანაწერი, მოუსმინეთ თუ ძალიან გაინტერესებთ და ნუ ენდობით ზედაპირულ სტატიებს, ჟურნალისტებსაც ეშლებათ და სხვადასხვანაირად წერენ ეგეც არ მიკვირს ამ საქმის გარდა ათასი საქმე აქვთ გამოსაქექი და რასაც ყურს მოკრავენ იმას წერენ. ასე ყურმოკრული ინფორმაცია გადაამოწმეთ და ნუ ენდობით ყველას. ხან ნიკას მეგობრად მოაქვთ თავი და ასე გტენიან ტყუილს. არ ყავს ამ ბიჭს ბევრი მეგობარი ხალხო და არც ვიღაც ყბედ ჟურნალისტებთან ულაპარაკია რამე ნეკაზე, ის არ ადანაშაულებს და თქვენ რა მოგივიდათ.


ვისაც გიცნობთ ყველა ვიცი ვინ რა ხართ და ერთეულებს გაქვთ ოჯახი იდეალური, ყველას თქვენი პრობლემა გაქვთ და თქვენი პრობლემები საჯაროდ რომ გამოვაჭენოთ ძაან გაგისწორდებათ ? თუ გგონიათ ვინმე გაგამართლებთ რამეში ?


ტიპიური მოძალადეები ხართ, ცილისმწამებლები მერე რატო გიკვირთ რომ პირადი ვერ აგიწყვიათ.
ნეკას უკან მისი შვილი არ დგას მარტო, მისი ოჯახი დგას და ვინც ამ ოჯახს არ იცნობთ ხმას ნუ იღებთ საერთოდ !!!!


ერთ-ერთი იდეალური ოჯახის შვილია ეს გოგო, ჩემთვის პირადად მეორე ოჯახია, არ დაგიწერთ არც სახელებს, არც გვარებს, არც მოვნიშნავ იმიტომ, რომ ჩემს საყვარელ ხალხს თქვენი ბულინგისგან დავიცავ. ასეთი პატიოსანი ოჯახი რომ გყოლოდათ რაღა გიჭირდათ, მათ შვილს თუ ოჯახი დაენგრა ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვიღაცა ცუდია და დაისაჯა. ძალიან ბევრი ფაქტორია რაზეც არ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ თქვენი საქმე და თქვენი გასარჩევი არ არის სხვისი ცხოვრება. მიჩვეული ხართ თქვენს ოჯახებზე მეზობლები რომ დაჭორაობენ და ახლა ცნობილ ადამიანზე სრულიად საქართველო რო დაჭორაობს ნორმაა თქვენთვის.
ხედავთ რომ არც ნიკაზე ვწერ არაფერს. ვიცნობ მასაც და ჩემი პატივისცემა გამაჩნია. სასამართლო რა განაჩენს გამოიტანს არც ეგ არ შემიცვლის არც ნეკაზე და არც ნიკაზე წარმოდგენას იმიტომ, რომ ისედაც ვხედავ ადამიანებს ვინ რისი გამკეთებელია და თქვენგან განსხვავებით მათზე ზედაპირული დასკვნების საფუძველზე არ ვსაუბრობ.
გუშინ გაიგო ჩემმა ოჯახმა რომ ნეკა ქმარს გაშორდა, ეგეც კი არ მითქვამს მათთვის და დღემდე არ იციან რა მოხდა რეალურად. იმიტომ, რომ თქვენგან განსხვავებთ ჩვენ სხვის ოჯახებზე არ ვჭორაობთ!!!!
ჩემი დაქალი ჩემი პირადია და ვინც ეს იცის კი მომწერა და შემეხმიანა, დააზუსტა ის ინფორმაცია რაც დაიწერა. ვინც არ დააზუსტეთ და ისე ლაპარაკობთ თქვენ გეხებათ ეს სტატია. ნუ ჭორაობთ, ერთს გეტყვით თქვენს ოჯახებში უარესები ხდება და მიჩვეულები ხართ ამ ყველაფერს. იმასაც ვერ იაზრებთ რას ნიშნავს 5 წლის ბავშვის მშობლები რომ შორდებიან. საერთოდ ბავშვის ცნება რა არის ეგ არ იცით და ზოგი დედობაზეც თავს დებთ.


ყველამ ვინც შვილი გააჩინა დედა არ არის ეგ იცოდეთ!!!!


შეიძლება 10 შვილი ყავდეს ქალს და დედა არ იყოს და შეიძლება 1 შვილი ყავდეს და დედა იყო.....
ნეკა დედაა, 5 წლის ბიჭის დედაა და ყველაფრის ფასად თავის შვილს დაიცავს ნებისმიერი სახის ძალადობისგან, თქვენგან და თქვენისთანებისგან!!!!!"- წერს ნეკა მეგობარი.