რა აკავშირებთ მეუფე ნიკოლოზსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ერთმანეთთან და რა გეგემები აქვთ მათ?

  • primetime.ge
  • 4 ივნისი 16:42

„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ბიზნესმენ ლევან ვასაძის ნათესავია, კერძოდ – ვასაძისა და მეუფე ნიკოლოზის ბებიები დები იყვნენ.

ამ ინფორმაციას სააგენტოსთან მეუფე ნიკოლოზი ადასტურებს და აცხადებს, რომ „ჩვენ დების შვილისშვილები და ერთი თაობის ნათესავები ვართ“.


გთავაზობთ ,,პრაიმტაიმის" ინტერვიუდან ამონარიდს. 


-მეუფე ნიკოლოზ, რამდენიმე თვის წინ ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლა არ გამორიცხა. თქვენი ინფორმაციით, აპირებს ის ამჟამად პოლიტიკაში ჩართვას?


-ამის შესხებ ინფორმაცია ნული მაქვს, ოღონდ მართლა. ისე რომც მქონდეს, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება.


-პოლიტიკაში მის ყოფნას ისურვებდით?


-რატომ უნდა მოვიდეს პოლიტიკაში?! რა უნდა აკეთოს?! პრეზიდენტი უნდა გახდეს თუ პრემიერ-მინისტრი?!  მე რამდენადაც ვიცი, ვინც პოლიტიკაში მოდის, იმას აქვს თავისი პროგრამა. არ ვიცი, ეს პროგრამა გამოაქვეყნოს და მერე ვილაპარაკოთ.


ის ძალიან მიყვარს, არაჩვეულებრივი ადამიანია პირად ურთიერთობაში, მაგრამ რაც შეეხება მის მოსაზრებებს, ვერაფერს გეტყვით.


როდესაც პოლიტიკაში მოსვლაზეა ლაპარაკი, სასწორზე ბევრად უფრო მეტი დევს, ვიდრე სისხლით ნათესაობა.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge