მარიამ გაფრინდაშვილი ,,რუსთავი2"-დან ,,ტვ პირველზე" გადავიდა

  • 2020news.ge
  • 4 ივნისი 16:33

“რუსთავი 2“-ის, ყოფილი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ახლა უკვე „ტვ პირველის“ გუნდის წევრია. ამის შესახებ ინფორმაცია მარიამ გაფრინდაშვილმა „2020NEWS”-ს დაუდასტურა.

როგორც გაფრინდაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა, ის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდს შეუერთდება და თავის საქმიანობას „ტვ პირველის“ ეთერებიდან განაგრძობს.


აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც „რუსთავი 2“-ის ძველი გუნდი დაიშალა, ჟურნალისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა.


დაბრუნების შემდეგ კი იგი კვლავ „რუსთავი 2“-ში დაბრუნდა.

სრული ვერსიის ნახვა 2020news.ge