კორონავირუსით ორი დეპუტატი გარდაიცვალა პაკისტანში

  • 1tv.ge
  • 4 ივნისი 14:51

„ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაკისტანში კორონავირუსით ორი დეპუტატი გარდაიცვალა.

ბოლო ერთ დღე-ღამეში პაკისტანში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა 4 772 შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის დეპუტატი, 65 წლის მიან ჯამშედ დინ კაკახელი. ამავე პროვინციაში კორონავირუსი კიდევ ორ კანონმდებელს დაუდასტურდა.


მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შედეგად პენჯაბის პროვინციაში გარდაიცვალა დეპუტატი შაუკატ მანზურ ჩეემა.


 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge