TikTok - რამდენად უსაფრთხოა თქვენი საყვარელი აპლიკაცია

  • imedinews.ge
  • 4 ივნისი 14:11

მოქალაქეების უკეთ ინფორმირების , ინტერნეტის და ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე თითოეული ჩვენგანის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით , სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა TikTok - ის ამჟამინდელი ფუნქციები, აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვა და სხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის წამყვანი ორგანიზაციების რეკომენდაციები .

უწყება განმარტავს, რომ აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსხვავებულია მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კერძოდ, არსებობს სამი სახის კონფიდენციალურობის პოლიტიკა - ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირებისთვის, ევროპის ეკონომიკურ ზონაში შემავალ ქვეყნებში [1]/ შვეიცარიაში მცხოვრები პირებისთვის და სხვა ქვეყნებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, აპლიკაციის იმ მომხმარებლებისთვის, რომელებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მოქმედებს „სხვა ქვეყნებისთვის“ განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკა.


აპლიკაციის სრული ფუნქციონალის გამოყენებისთვის აუცილებელია მომხმარებლის რეგისტრაცია. აპლიკაციაში რეგისტრაციისას მომხმარებელი გასცემს შემდეგი სახის პერსონალურ მონაცემებს: სახელი, დაბადების თარიღი (როცა ხდება ამ მონაცემის მითითება), ელექტრონული ფოსტის მისამართი ან/და ტელეფონის ნომერი.


რეგისტრაცია შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით. თუ მომხმარებელი აპლიკაციაში რეგისტრირება Facebook-ის, Twitter-ის, Instagram-ის ან მსგავსი პლატფორმის გამოყენებით, აპლიკაცია მომხმარებლის თანხმობით, დამატებით იღებს მითითებულ პლატფორმაზე მომხმარებლის პირად გვერდზე არსებული ინფორმაციის ნაწილს. ამასტან, აპლიკაცია აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლების ქცევის შესახებ. Google Play-ში დაფიქსირებული მონაცემებიდან გამომდინარე აპლიკაცია თქვენს მოწყობილობაში ჩაწერისა და მისი გამოყენების დროს მოითხოვს ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებზე და მოწყობილობის ფუნქციებზე წვდომას.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge