პოლიტიკოსს Zoom-კონფერენციის დროს კამერის გამორთვა დაავიწყდა და წელს ზემოთ გაშიშვლდა

  • imedinews.ge
  • 4 ივნისი 14:09

New York Post-ის ინფორმაციით, მექსიკელ პოლიტიკოსს, 66 წლის სენატორ მართა ლუსია მიჩერ კამარენას zoom-კონფერენციის დროს კამერის გამორთვა დაავიწყდა და წელს ზემოთ გაშიშვლდა. 

მიჩერის თქმით, მომხდარის შესახებ მან მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც კოლეგებმა მას პირადი შეტყობინებები გაუგზავნეს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ.


სენატორმა კონფერენციის ყველა მონაწილეს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ქცევის წესები უნებლიეთ დაარღვია. ამასთან ერთად, მართა ლუსია მიჩერ კამარენამ აღნიშნა, რომ ამის გამო სოციალურ ქსელებში ის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge