Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში

  • 4 ივნისი 13:40

თეგეტა ჯგუფის შვილობილი კომპანია Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, - ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, Tegeta Rent a Car 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მისი ბიზნეს პროფილი გახლავთ ავტომობილების გაქირავება როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი საცალო და კორპორაციული მომხმარებლებისთვის.


„2020 წლის 1-ლი ივნისიდან Tegeta Rent a Car-მა მიიღო მსოფლიოში ლიდერი ბრენდის Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენლის სტატუსი საქართველოში. Europcar დაარსდა 1949 წელს პარიზში და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია როგორც მსუბუქი და კომერციული ავტომობილების, ისე სკუტერების გაქირავება/„შეარინგის“ მიმართულებით. Europcar ემსახურება 8 მილიონზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 135 ქვეყანაში, 4 000-მდე ლოკაციაზე. Europcar-ის ჯგუფი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: GoldCar, InterRent, Fox Rent a Car, Scooty, Ubeeqo და სხვა.


Europcar-ის 70-წლიანმა გამოცდილებამ ბრენდს შეუქმნა უნიკალური ღირებულებები და დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და სანდო კომპანიაა. სწორედ უმაღლესი ხარისხის მომსახურებისა და მრავალწლიანი გამოცდილების ხარჯზე Europcar არის ისეთი კომპანიების ოფიციალური პარტნიორი, როგორებიც გახლავთ: Lufthansa, Turkish Airlines, Accor Hotels, Citibank და ა.შ.


Europcar-ის ბრენდის ქვეშ ოპერირება, Tegeta Rent a Car-ს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება ახალი და უსაფრთხო ავტომობილების შეთავაზების გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში.


განცხდებაში ვკითხულობთ, რომ Europcar Georgia მომსახურების ფართო არჩევანს მომხმარებლებს.


„Europcar Georgia, როგორც კომპანიებს, ისე საცალო მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების ფართო არჩევანს:


·        ავტომობილების დღიური გაქირავება


·        სატრანსპორტო მომსახურება (მძღოლის მომსახურებით)


·        გრძელვადიანი იჯარა


·        საოპერაციო ლიზინგი


·        ტრანსფერები - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით.


Europcar Georgia-ის ავტოპარკში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მსუბუქი, მაღალი გამავლობის და VAN კატეგორიის ახალი ავტომობილები. ყველა ავტომობილი დაზღვეულია, ასევე, აღჭურვილია უახლესი ჯიპიეს სისტემით და ყველა საჭირო აქსესუარით. საჭიროების შემთხვევაში კომპანია, ასევე, უზრუნველყოფს დამატებით ბავშვთა სავარძელს, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებს, ინტერნეტსა და სხვა. ავტომობილის აყვანა / ჩაბარება შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე და რაც მთავარია, თქვენ არ გაქვთ შეზღუდვა გარბენზე.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლცენტს: (+995) 32 244 80 80 ან (+995) 591 17 67 93“, - ნათქვამია განცხადებაში.