სკოლის დარაჯმა ჩინეთში 39 ადამიანი დანით დაჭრა

  • imedinews.ge
  • 4 ივნისი 13:36

Globaltimes-ის ინფორმაციით, სამხრეთ ჩინეთში, ვანფუს ოლქის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში დანით შეიარაღებულმა სკოლის დარაჯმა 39 ადამიანი დაჭრა.

დაშავებულია 37 მოსწავლე და 2 მასწავლებელი. ორი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


50 წლის თავდამსხმელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge