ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა! – ნახეთ, რას სთავაზობს მართლმადიდებლური ორგანიზაცია მათ

  • primetime.ge
  • 4 ივნისი 13:20

,,არ წახვიდეთ „გირჩის” ანტიმართლმადიდებლურ ორგანიზაციაში – ჯარიდან თავის დაღწევის მიზნით!ამისთვის ჩვენც დაგეხმარებით!" – ამბობს საპატრიარქოს ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, გიორგი ანდრიაძე, ,,პრაიმტაიმთან" საუბრისას.

„გირჩის“ საპირწონედ შექმნილ მართლმადიდებლურ რელიგიურ ორგანიზაციაზე, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს, ანდრიაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.


„უკვე ორი წელია, რაც ჯარში წასვლის სანაცვლოდ ახალგაზრდები „მართლმადიდებლურ კატაკომბურ თემში“ წევრიანდებიან.


ეს მეცნიერებისგან აღიარებული ორგანიზაციაა, რომელიც ნამდვილად არსებობს და რომლის წევრობაც მართლმადიდებლური ეკლესიის წევრობას არ გამორიცხავს.


განსხვავებით “ბიბლიური თავისუფლებისა” – ეს არის ხელისუფლებისა და „გირჩის“ ერთობლივად დაგებული ხაფანგი.


„გირჩის“ ორგანიზაცია ხელოვნურად გამოგონილი, არარსებული რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც დედამიწაზე არ არსებობს.


საქართველოს კანონმდებლობა არასწორადაა გაწერილი. ახალგაზრდებს, რომლებიც ჯარში არ მიდიან და თავისუფლდებიან, ჩვენ დავეხმარებით“, – ამბობს ანდრიაძე.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge