როგორ უნდა მიხვდეთ როდესაც ადამიანი გატყუებთ?

  • trend.ge
  • 4 ივნისი 13:20

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ტყუილის ამოსაცნობად საკმარისია სხეულის ენას უბრალოდ დააკვირდე.

სამყაროში კი არ არსებობს უნივერსალური მეთოდი 100% სიზუსტით თქვა, იტყუება თუ არა ადამიანი. მაგრამ არსებობს რამდენიმე ხრიკი, რითაც შეგვიძლია ეს საქმე გავიმარტივოთ.

1. პაუზები საუბრის დროს

ერთ-ერთი ცალსახა ნიშანი, რომ ადამიანი იტყუება მეტყველებისას დაშვებული პაუზებია. თუ ეს ინტერვალები ზედმეტად ხშირი ან ზედმეტად გრძელია, მაშინ შეგიძლიათ დანამდვილებით თქვათ - თქვენ გატყუებენ!

2. მეტისმეტად ხანგრძლივი ემოციები

როგორც წესი, ნამდვილი ემოციები 5 წამზე მეტს არ გრძელდება. თუ ადამიანი 5 წამზე მეტხანს გამოხატავს ემოციას, სავარაუდოდ იტყუება.

3. ჯერ ემოციები, შემდეგ სიტყვები

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ჯერ ემოციები ჩნდება, შემდეგ ისმის სიტყვები. თუ ადამიანი ამბობს „გაბრაზებული ვარ“ და მხოლოდ ამის შემდეგ ხედავთ გაბრაზებულ სახეს, შეგიძლიათ არ დაიჯეროთ.

4. გულწრფელი ემოციები

გულწრფელი ემოციებისას მხოლოდ სახის ერთი ნაწილი არ იცვლება. თუ ადამიანი გულწრფელად იღიმის მისი მთელი სახე იღიმის - თვალებთან და შუბლზე ნაოჭები ჩნდება. ხოლო თუ ეს ემოცია ყალბია, ღიმილი მხოლოდ ტუჩებზეა გამოხატული.

სრული ვერსიის ნახვა trend.ge