სარალიძე შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს

  • resonancedaily.com
  • 4 ივნისი 11:59

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.

სარალიძეს აინტერესებს რატომ არ იძიებენ სამოხელეო დანაშაულის ფაქტებს და რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული ის თანამდებობის პირები ვინც დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიებას ხელი შეუშალა.


სარალიძის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის თქმით, ვიდრე ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა, საქმეს დასრულებულად ვერ მიიჩნევენ.


 

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com