ქართველი ემიგრანტების საბუთებში თბილისთან ერთად რუსეთი და საბჭოთა კავშირია აღნიშნული

  • rustavi2.ge
  • 4 ივნისი 11:09

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა „დილის კურიერს“ პირადი საბუთები მიაწოდეს, სადაც დაბადების ადგილად თბილისთან ერთად აღნიშნულია რუსეთი, მეორე შემთხვევაში კი საბჭოთა კავშირი.

ემიგრანტების მტკიცებით, ადგილზე, სადაც დოკუმენტები გაიცემა, ეუბნებიან, რომ სისტემა ავტომატურად თბილისთან ერთად რუსეთსა და საბჭოთა კავშირსაც აფიქსირებს და ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ.


ემიგრანტებს საკონსულოებისთვის არ მიუმართავთ, რადგან შიშობენ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მრავალი წელია ცხოვრობენ, გარკვეული პრობლემები შეექმნათ.


„საფრანგეთში აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა მასიურადაა,” – ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.


 

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge