„მინდია ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მას ფილტვებზე აქვს პრობლემა“

  • 3 ივნისი 14:22

კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნით ბათუმში აქციები გრძელდება. ლავასოღლის ინტერესების დამცველის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი წელიწად ნახევარზე მატია თურქეთში უკანონოდ იხდის სასჯელს.

 

 
როგორც კობაიძე ამბობს, ლავაოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემის მოტხოვნით, მისი ოჯახის წევრები შიმშილობას აგრძელებენ, უახლოს პერიოდში კი აქციებს ბათუმის იუსტიციის სახლის ნაცვლად საქართველო-თურქეთის საზღვართან სარფის საბაჟოზე გააგრძელებენ.


„მინდია ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგონრეობა არის გაუარესებული, მას ფილტვებზე აქვს პრობლემა, მისი საქართველოში ექსტრადაციის მოთხოვნით აქციები ბათუმში იუსტიციის სახლთან გაგრძელდება. ის თურქეთის ციხეში წელიწადი და ექვსი თვეა რაც იმყოფება, ამის სამართლებრივი საფუძველი კი არ არსებობს. პარადოქსია, რომ ჩვენ თავად ვეხვეწები ქართულ მხარეს მის საქართველოში გადმოყვანას. სანამ კონკრეტულად არ გვეცოდინება როდის მოხდება მისი ექსტრადაცია მანამდე გაგრძელდება აქციები, ამავე მოთხოვნის საფუძველზე მისი ოჯახის წევრები დღემდე შიმშილობენ. თუ თემა დარჩება ისევ პასუხგაუცემელი, შემდეგ მისი ოჯახის წევრები სარფში საბაჟოს ტერიტრაზე გააგრძელებენ აქციების გამართვას“, - განუცხადა PIA.GE-ს ალექსანდრე კობაიძემ. 


კრიმინალურ სამყაროში „ლავასოღლის“ სახელით ცნობილი პირის ნამდვილი სახელი და გვარი მინდია გორაძეა.


მინდია გორაძე სანამ კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდებოდა, მანამდე სპორტით, ჭიდაობით იყო დაკავებული. იგი პირველად 2006 წელს დააკავეს და სასჯელს ბათუმის ციხეში იხდიდა. ე. წ. „კანონიერ ქურდად“ მინდია გორაძეს 2013 წლიდან მიიჩნევენ.


ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი თურქეთში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით დაახლოებით 2 წლის წინ დააკავეს. უცნობია, რატომ არ გადმოსცა თურქეთის მხარემ დაკავებული საქართველოს.