იბუპროფენი COVID-19-ის მკურნალობისთვის განიხილება

  • bbc.com
  • 3 ივნისი 14:08

ბრიტანელმა მეცნიერებმა იბუპროფენით კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა დაიწყეს.

 

ლონდონის წმინდა თომას კლინიკისა და კინგს კოლეჯის მედიკოსთა გუნდი ვარაუდობს, რომ პრეპარატს სუნთქვის უკმარისობის მოხსნა შეუძლია.


ისინი იმედოვნებენ, რომ ეს ხელმისაწვდომი წამალი პაციენტებს სუნთქვას შეუმსუბუქებს. პაციენტების გარკვეული ნაწილს ამჟამად იბუპროფენით მკურნალობენ და აკვირდებიან.


ცხოველებზე დაკვირვება მეცნიერებს აძლევს იმედს, რომ იბუპროფენმა შესაძლოა დიდი როლი შეასრულოს covid-19-ის მკურნალობაში. იბუპროფენის ერთ-ერთი დადებითი მხარე მისი ხელმისაწვდომი ფასია ყველა სოციალური ფენისთვის.


გუნდის ერთ-ერთი წევრი, პროფესორი მიტულ მეტა ამბობს: „ჩვენ კვლავ დაკვირვების რეჟიმში ვართ, რათა საბოლოოდ დავასკვნათ, სწორად ვპროგნოზირებთ ამ პრეპარატის შესახებ თუ არა“.


პანდემიის დასაწყისში არსებობდა ვარაუდები, რომ იბუპროფენი შესაძლოა, ზიანის მომტანი ყოფილიყო COVID-19-ით ინფიცირებულებისთვის. ამ ვარაუდების გავრცელებას ხელი შეუწყო საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივერ ვერანის განცხადებამ, როცა მან აღნიშნა, რომ არასტეროიდული წამლები, როგორიცაა მაგალითად, იბუპროფენი, ინფექციის გავრცლებას უწყობს ხელს და, მის ნაცვლად, პარაცეტამოლის მიღება სჯობდა.


თუმცა ამ მოსაზრებას მალევე შეეწინააღმდეგა დიდი ბრიტანეთის პრეპარატების კომისია. მათ აღნიშნეს, რომ იბუპროფენი, ისევე როგორც, პარაცეტამოლი, კარგ შედეგებს იძლევა კორონავირუსით გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ. ორივეს შეუძლია სიცხის დაწევა და გრიპის სიმპტომების შეჩერება.


იბუპროფენის მიღებას არ ურჩევენ იმ პაციენტებს, რომელთაც საკვების მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვთ, სხვა შემთხვევაში კი წამალი ისევე ეფექტურია, როგორც პარაცეტამოლი.


 
სრული ვერსიის ნახვა bbc.com