სოხუმის საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა

  • resonancedaily.com
  • 3 ივნისი 13:31

ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის საავადმყოფოდან 1 ივნისს გამთენიისას პატიმარი გაიქცა. ბრალდებულმა ხელბორკილების მოხსნა შეძლო, საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან ზეწრის გამოყენებით ჩავიდა და საავადმყოფოს ტერიტორია დატოვა.

პატიმრის გაქცევის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს პასუხისმგებელი პირების შემოწმება.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com