ნაცემი, ცოცხლად დამარხული კაცი საფლავიდან ამოძვრა

  • 3 ივნისი 13:36

უცხოური მედიის ინფორმაციით, ქალაქ გონდალის მკვიდრი, კაპილ მარაკანა, რომელიც ნავთობის ქარხანაში ექვსი წელის მუშაობდა, ყოფილმა მეპატრონემ ქურდობაში დაადანაშაულა.

ამის შემდეგ ნავთობის ქარხნის ორივე მფლობელმა კაცი გაიტაცა და სცემა. თავდამსხმელებმა ნაცემი მუშა ქვიშაში დამარხეს.


”სანამ ისინი ქოხში იყვნენ, მარაკანამ გამალებით დაიწყო თხრა და ერთი ფეხი გაითავისუფლა - გარკვეული დროის შემდეგ, ცოცხლად დამარხულმა ქვიშისგან თავის დაღწევა მოახერხა",- ამბობს პოლიციის თანამშრომელი.


მარაკანა ადგილობრივ ციხეში მივიდა და პოლიციელებს დახმარება სთხოვა.


თავდამსხმელები პოლიციამ დააკავა.