4 რამ რისთვისაც მასტურბაცია სასარგებლოა

  • trend.ge
  • 3 ივნისი 12:10

მეცნიერების ტქმით, მასტურბაციის დროს  „ბედნიერების ჰორმონები“ ორგანიზმში უხვად გამოიყოფა. რაც გონების განწმენდასა და შფოთვისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ.

ამასთან მასტურბაცია კარგია სტრესის წინააღმდეგ, უძილობისა და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის.


სტრესი


ყოველდღიური ცხოვრება სტრესითაა სავსე. მისგან გათავისუფლების ბევრ ვარიანტს უკვე ვიცნობთ: სწორი კვება, ვარჯიში, სწორი სუნთქვა და ა.შ. მაგრამ სტრესის საუკეთესო წამალი მასტურბაციაა.


საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭება ათავისუფლებს ისეთ ნეიროქიმიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა ოქსიტოცინი, დოპამინი და ენდორფინები. იცანით? რა თქმა უნდა, „ბედნიერების ჰორმონები“ მასტურბაციის დროს ორგანიზმში უხვად გამოიყოფა. რაც გონების განწმენდასა და შფოთვისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ.


იმუნური სისტემა


მასტურბაციის დამატებითი სიკეთე იმუნური სისტემის გაძლიერებაა. მართალია ამ საკითხზე მეცნიერები ამ დრომდე დავობენ, თუმცა მრავალი კვლევით დასტურდება, რომ ორგაზმი იმუნოგლობულინის დონეს ზრდის, აძლიერებს იმუნიტეტს და დაავადებებისგან კურნავს.


ტკივილი


თუ ქრონიკულ ტკივილებს უჩივით ან სტრესსა თუ ემოციურ არასტაბილურობას ფიზიკურ ტკივილებამდე მიჰყავხართ, მაშინ მასტურბაცია თვით-მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა.


კვლევებით დასტურდება, რომ ორგაზმი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია. მას შეუძლია დაგავიწყოთ თავისა თუ მენსტრუალური ტკივილები.


უძილობა


უძილობა მრავალი ადამიანის პრობლემაა. ჩვენ ვიცით, რა რთულია დაძინებამდე გონების გაწმენდა. თუმცა მასტურბაციას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. რა თქმა უნდა, საქმე კვლავ ოქსიტოცინსა და ენდორფინებს ეხებათ, რომლებსაც ნამდვილად აქვთ ეს სასწაული უნარი.

სრული ვერსიის ნახვა trend.ge