პატიმარი ცხვირში მარიხუანას 18 წლის განმავლობაში ინახავდა

  • newposts.ge
  • 6 ნოემბერი 22:09

მსჯავრდებულს მისმა შეყვარებულმა ჰელიუმის ბურთში ჩადებული მარიხუანა გადასცა.

პაემანის დასრულების შემდეგ კი მამაკაცმა მარიხუანა ცხვირის მარჯვენა ნესტოში გადამალა, თუმცა მისი გამოღება ვეღარ შეძლო. 18 წლის შემდეგ, როდესაც მან დააცემინა, მარიხუანა ცხვირიდან გამოვარდა.


"ეს არის უნიკალური შემთხვევა"-აცხადებს ექიმი. მისი თქმით, პაციენტის ცხვირში მარიხუანა ჰელიუმის ბუშტის დახმარებით აღმოჩნდა.


ორი დეკადის განმავლობაში ბუშტს ირგვლივ კალციუმის და მაგნიუმის მარილი მოედო, რამაც პაციენტში სინუსური ინფექციების რეგულარულ არსებობას შეუწყო ხელი.


უცნაური შემთხვევის შესახებ დაიწერა "ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში".

წყარო: newposts.ge