იტალიამ ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა

  • imedinews.ge
  • 3 ივნისი 10:58

dailymail-ის ინფორმაციით, 3 ივნისიდან ევროპელ ტურისტებს იტალიაში მოგზაურობის უფლება კარანტინის გავლის გარეშე აქვთ.

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს თქმით, ეს რისკიანი ნაბიჯი იყო. „თუმცა, რომ არ დაგვეწყო ტურიზმის გახსნა, ამას ვეღარასდროს შევძლებდით“, - აღნიშნა მან.

იტალიაში კორონავირუსის 230,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 33,500 ლეტალურად დასრულდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge