საქართველოში COVID-19 640 პაციენტმა დაამარცხა

  • 3 ივნისი 10:12

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი განიკურნა, ჯამში გამოჯანმრთელებულია 640.

stop.cov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 800 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 13 გარდაცვლილია.

კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 304 პაციენტი.