იტალიის სკოლებში კლიმატური ცვლილებების შესწავლა სავალდებულო გახდება

  • 6 ნოემბერი 19:47

იტალია პირველი ქვეყანა იქნება, სადაც სკოლებში კლიმატური ცვლილებების, როგორც საგნად სწავლება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ინიციატივის ავტორი ქვეყნის განათლების სამინისტროა, რომლის ხელმძღვანელის ლორენცო ფიორამონტის თქმით, მომავალი წლის სექტემბრიდან სკოლის მოსწავლეები კვირაში ერთ საათს კლიმატურ ცვლილებებზე მსჯელობას დაუთმობენ.


"ეს არის სამოქალაქო განათლების ახალი მოდელი, რომელიც ორიენტირებულია მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ", - განუცხადა მინისტრმა გამოცემას.