გუდაურის საკარანტინო ზონიდან კოვიდინფიცირებული კაცი შეცდომით სახლში გაუშვეს

  • 3 ივნისი 01:01

გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი მოხვდა.

ის რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.


ინფორმაცია imedinews-ს ნინოწმინდის მერმა, ანა მოსოიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, ახლა კაცი გორშია გამოკვლებეზე. მან სახლში 2 დღე გაატარა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.


წყარო