3 ყვეყანა, სადაც კორონავირუსზე სანერვიულო არ აქვთ

  • 3 ივნისი 00:46

კორონავირუსი მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავცრელებული და პანდემია უკვე საერთო პრობლემა გახდა, თუმცა არსებობს 3 ქვეყანა, სადაც შემთხვევების რაოდენობა 3-ს არ აჭარბებს.

ინფიცირების შემთხვევებით, რიგით 211-ე ქვეყანა ანგვილაა, სადაც კოვიდინფიცირება 3 პირს დადასტურდა და უკვე ყველა გამოჯანმრთელებულია. 212-ე ადგილზეა ლესოტო - 2 შემთხვევით, რომელთაგან 1 განიკურნა, ხოლო უკანასკნელ პოზიციაზეა წმინდა პიერი და მიკელონი, სადაც ერთადერთი ინფიცირებული ჰყავდათ და მან ინფექცია უკვე დაამარცხა.


ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 6 441 150 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 380 265, ხოლო გამოჯანმრთელებულია 2 946 617 ადამიანი.