ყვავი თბილისში კიდევ ერთ ადამიანს დაესხა თავს

  • 3 ივნისი 00:35

თბილისში დღეს ყვავი კიდევ ერთ ადამიანს დაესხა თავს. 

როგორც ნაძალადევის რაიონში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონის ოჯახის წევრი ინფორმაციას fortuna.ge-ს უყვება, ქალს ბეჟანიშვილის ქუჩაზე მოულოდნელად ყვავი თავს დაესხა.


“ჯერ ჩანთით სცადა მისგან თავდაცვა, შემდეგ კი პატარა ჯოხით შეძლო ყვავის მოგერიება. საბედნიეროდ ქალი არ დაშავებულა, თუმცა ამ ფაქტის გამო შოკირებული იყო”, – აღნიშნავს დაზარალებული ქალის შვილი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.


დღეს ყვავი კოსტავას ქუჩაზე 5 ადამიანს დასხა თავს. საბედნიეროდ, მათ მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ.


წყარო