ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-13 პაციენტი?

  • 3 ივნისი 00:04

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-13 პაციენტი სოფელ მუშევანიდან 75 წლის კაცია. მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

ამის შესახებ ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. 


„გიდასტურებთ, გარდაიცვალა ერთი პაციენტი სოფელ მუშევანიდან. მამაკაცი მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მამაკაცი დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.


საქართველოში კორონავირუსით სულ 13 პაციენტია გარდაცვლილი. 


წყარო